არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს ე. წ. პირდაპირი მოწმის დაკითხვა გაგრძელდება

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სხდომა სამ საათში დაიწყება. პროცესზე იმ არასრულწლოვანის დაკითხვა გაგრძელდება, რომელიც პირველ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა. ის ე. წ. პირდაპირი მოწმეა. ამ არასრულწლოვანმა პირველ დეკებერს თავადაც მიიღო დაზიანებები, თუმცა, რა ვითარებაში და ვის მიერ, ეს ჯერ გამოძიებით დაუდგენელია.

სასამართლოში უკვე მოუსმინეს ათამდე არასრულწლოვნის ჩვენებას. ამ საქმეზე განაჩენის გამოსატანად სასამართლოს 2 თვე დარჩა. პროცესი კვლავ უზენაესი სასამართლოს შენობაში გაიმართება. მართალია, საქმეს პირველი ინსტანცია განიხილავს, მაგრამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტექნიკური მიზეზების გამო, სხდომები სწორედ უზენაეს სასამართლოში ტარდება.