არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებული არასრულწლოვნის მამა დაიკითხა, რომელიც წინასწარ პატიმრობაშია.

დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ბრალი აქვს წარდგენილი ასევე მის ორ შვილს, რომლებზეც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება. ისინი პატიმრობაში არ არიან. დაკავებულის შვილი კი სასამართლოში უკვე დაკითხულია. ადვოკატების ინფორმაციით, მან რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. პროცესზე ის გამომძიებელიც გამოიკითხა, რომელიც მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდა.

საქმეზე განაჩენი მოსამართლემ მაისის ბოლოს უნდა გამოაცხადოს.