არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ის არასრულწლოვანი იკითხება, რომელსაც ამავე საქმეზე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ამავე ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია მისი მამა.

ეს ის არასრულწლოვანია, რომელიც 1 დეკემებრს ხორავას ქუჩაზე  მოზარდებთან კონფლიქტში მყოფი დეიდაშვილის თხოვნით მივიდა. წინა სხდომაზე მოწმე სახელმწიფო ბრალდებამ დაკითხა.

მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მოზარდმა სასამართლოში მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. გარდა ამისა, დაზარალებულად ცნობილმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მოწმე საუბრობდა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე. სწორედ ამიტომ, დაცვის მხარემ საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, არ განხორციელდეს მოზარდზე რაიმე სახის ზეწოლა.

დღეს საქმის მთავარი მოწმის გამოკითხვას ადვოკატები განაგრძობენ.