არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, სასამართლოში მორიგი სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში გაიმართა.

სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს, მათ შორის, ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები. ჩანაწერებში, რომელიც მომხდარის შემდეგ მალევე არის მომზადებული, მოზარდები მკვლელობის შესახებ საუბრობენ. პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, ჩანაწერები კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული. სხდომის დასრულების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ჩანაწერები სასამართლოში მიცემული ჩვენებებისგან განსხვავდება და ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ადვოკატის განცხადებით, ფარული ჩანაწერებიდან დასტურდება, რომ ჩხუბის დროს დანა სხვა მოზარდებსაც ჰქონდათ.

საქმეზე შემდეგი პროცესი 5 აპრილს გაიმართება.