არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრადებულების პროცესი გაიმართა დღეს საქალაქო სასამართლოში.

სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ორი მოწმე დაიკითხა. პროკურორის ინფორმაციით მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმყოფებოდნენ საქმეზე ბრალდებულები 1 დეკებმერს. დაკითხული 2 მოწმე საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის  მეზობელი და მეგობარია.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალი ხუთ პირს აქვს წარდგენილი.

პროცესი 17 ივნისს კვლავ ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება.