არასრულწლოვნების გამოკითხვა

15:10, 28.09.2025

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული არასრულწლოვნები შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოიკითხნენ. რა ვითარებაში და სად მოხდა მოზარდების დაკავება – ამ დეტალებზე მათ ქართველ სამართალდამცველებთან ისაუბრეს. რუსმა სამხედროებმა ოთხი მოზარდი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენთან დააკავეს, მათთან ერთად სხვა არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც გამოქცევა შეძლეს. პროცესში მალევე საქართველოს სახელმწიფო სამსახური ჩაერთო და მოზარდები რამდენიმე საათში გათავისუფლდნენ.

მსგავსი