არასრულწლოვნების გამოკითხვა

უკვე 4 საათია საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვნებისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.

დღეს სულ 4 მოზარდის გამოკითხვაა დაგეგმილი, მათგან 3, პირველი დეკემბრის ტრაგედიის უშუალო მონაწილეა. შეხვედრა დახურულია, ამიტომ უცნობია კონკრეტულად რა დეტალებს აცნობენ მოზარდები დეპუტატებს. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია გამოკითხვების დასკვნით ეტაპზეა. სავარაუდოდ ორშაბათს კომისიის წევრები საქმეზე დაკავებულებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოუსმენენ. დაგეგმილია კალანდიების მეზობლის დაკითხვაც, რომლის მანქანითაც კალანდიებმა თავიანთი საცხოვრებელი სახლის ტერიტორია დატოვეს. მომავალი კვირის ბოლოდან კი, დეპუტატები პირველადი ანგარიშის მომზადებას დაიწყებენ. არ არის გამორიცხული, საჭიროების შემთხევევაში კომისიამ გამოკითხვები ისევ ჩანიშნოს. დასრულებული დასკვნა კი პარლამენტის ბიუროს უკვე სექტემბერში წარედგინება.