არასრულწლოვნების გამოკითხვა

წლის ყველაზე გახმაურებული საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია გამოკითხვების დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

მტკიცებულებების შეგროვების ნაწილს კომისია სავარაუდოდ მომავალ კვირაში დაასრულებს, რის შემდეგაც მოხსენებაზე მუშაობას დაიწყებს. დასკვნის პირველადი ვერსია სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის იქნება მზად. უკვე სექტემბრის დასაწყისში კი მოხსენება პარლამენტის ბიუროს წარედგინება. დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დაახლოებით 70 პირი გამოკითხა, მათ შორის საგამოძიებო უწყების მაღალჩინოსნები და მინისტრთა კაბინეტის წევრები. გუშინ კი დეპუტატების შეკითხვებს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ასევე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა უპასუხეს.

ამ წუთებში კომისია არასრულწლოვნებს უსმენს. შეხვედრა დახურულია.

მოზარდების დაკითხვას დღეს გენო ოსიყმაშვილი ადევნებს თვალს.