არასრულწლოვანთა უფლებები 

არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის მუხლით, 2019 წელს 116 პირი გამოვლინდა. მათგან 86 მხილებულია 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში.

სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა და სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ კანონის გამკაცრება დაანონსა. პროექტს უწყება მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს. ამავე მონაცემებით, გასულ წელს ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვნების და მათი მშობლების მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდა.

შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე მსხვერპლ არასრულწლოვნებს და მათ მშობლებს, მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცველებს.