არასრულწლოვანთა უფლებები

არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე კანონი მკაცრდება.

ბოლო წლების სტატისტიკა საგანგაშოა. ამიტომ შსს დანაშაულის პრევენციისთვის მკაცრი ზომების გატარებას გეგმავს. მოქმედ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდება სასჯელი ძალადობაში ბრალდებული პირების მიმართ, მათ ასევე ჩამოერთმევათ სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება, ციხის დატოვების შემდეგ კი მათზე მონიტორინგი დაწესდება.

კანონპროექტს უკვე იცნობენ უფლებადამცველები, რომლებიც დოკუმენტის ავტორებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ. განსაკუთრებული აქცენტი მსხვერპლთან კომუნიკაციაზე კეთდება.