არასრულწლოვანთა რეფერირების კონცეფცია

კანონდამრღვევი 14 წლამდე ასაკის მოზარდები, შესაძლოა, სარეაბილიტაციო ცენტრებში მოხვდნენ. ასეთია უწყებათშორისი ჯგუფის რეკომენდაცია, რომელიც თვეების განმავლობაში მოზარდებს შორის გახშირებული ძალადობის მიზეზებს იკვლევდა და არასრულწლოვნებში დანაშაულის შემცირების გზებს ეძებდა.

რეფერირების ცენტრი კანონსაწინააღმდეგო ქცევის მქონე ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობას დაგეგმავს და მასში ფსიქოლოგებთან ერთად მშობლებიც იქნებიან ჩართულნი. უწყებათშორისი ჯგუფის მიერ გამოთხოვილი 2017 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როცა ერთი და იმავე მოზარდი დანაშაულს რამდენჯერმე ჩადის.