არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელების საქმე

21:06, 05.12.2019

დაკავებულია გახმაურებული საქმის კიდევ 11 ფიგურანტი.

არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებს და პედაგოგებს მოზარდთა პორნოგრაფიული ხასიათის მასალების დამზადება-გასაღებაში ედებათ ბრალი. საუბარია დანაშაულებრივ სქემაზე, რომლის შესახებ საზოგადოებისთვის სექტემბერში გახდა ცნობილი. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. საქმეში ფუგურირებენ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებიც, რომლებსაც თბილისში უკანონო ფოტო-ვიდეო გადაღებებისთვის სალონები ჰქონდათ ნაქირავები. საგამოძიებო მასალების მიხედვით, მშობლებს არასრულწლოვნები გადასაღებ ადგილზე თანხის სანაცვლოდ თავად მიჰყავდათ, პორნოგრაფიული პროდუქციის რეალიზაცია უცხოეთში ხდებოდა. ბავშვების შერჩევის პროცესში ჩართულები იყვნენ მასწავლებლებიც.

დღეს დაკავებულ 11 პირს ამ წუთებში ბრალს უყენებენ.

მსგავსი