არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელების საქმე

არასრულწლოვანების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული პედაგოგის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

უფლებადამცველმა ბრალდებული დღეს პოლიციის სამმართველოში მოინახულა. ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ პედაგოგისთვის ცნობილი არ იყო, თუ რა საქმიანობას ეწეოდა ამერიკის მოქალაქე და გაუგებარია რას ედავება გამოძიება. პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.