არასრულწლოვანთა კოდექსი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსაზრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დღეს უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ კოდექსი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს, ცვლილებებს არ საჭიროებს. პრობლემის მოსაგვარებლად კი, თალაკვაძის აზრით, განათლების, სოციალური და სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობის გააქტიურებაა აუცილებელი.