არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის სპეციალური პროგრამა

სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან დაზარალებული პირების მიმართ დაცვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება.

ამ ფუნქციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეასრულებს, რომელმაც არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის სპეციალური ღონისძიებების სია დაამტკიცა. უსაფრთხოების ზომების ჩამონათვალი დიდია. მიზანი საფრთხეების და რისკების შემთხვევაში დაზარალებულთა უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვა და მსხვერპლის მხრიდან საგამოძიებო უწყების მიმართ ნდობის გაზრდაა.

დაცვის ახალ პროგრამას უკვე აკვირდებიან მესამე სექტორიდან. ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გარკვეული შენიშვნები აქვთ.