არასაპარლამენტო პარტიების ერთობლივი განცხადება

კოალიცია „ეროვნული ფრონტი“ გაფართოვდა – არასაპარლამენტო პარტიების გაერთიანებას მოძრაობა „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ შეუერთდა. როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები და მათ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ახალი პოლიტიკური პარტია შეემატება.

ამ ეტაპზე კოალიციაში გაერთიანებულია ხუთი პოლიტიკური სუბიექტი – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ქართული არჩევანი“, „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“, „თავისუფალი საქართველო“ და „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა“.