არასამთავრობოების შუალედურ ანგარიშებს მმართველი გუნდი აკრიტიკებს

მმართველი პარტია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასაარჩევნო ანგარიშებს იწუნებს.

საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, საია-ს და სამართლიანი არჩევნების შუალედურ დასკვნებზე. „ქართული ოცნება“ ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ კანონდარღვევები და მათი ორგანიზაციების შიდა სტანდარტებთან შეუსაბამო ფაქტები, ასევე კონკრეტული შემთხვევები და აღქმები ერთმანეთისგან გამიჯნონ. მთავარი პრეტენზია წინასაარჩევნო კამპანიის ვადებს ეხება. მმართველი გუნდის შეფასებით, ანგარიშებში დარღვევებად წარმოდგენილი ფაქტების ნაწილი 3 აგვისტომდე, ანუ წინასაარჩევნო მარათონამდე პერიოდით თარიღდება. გაცილებით მწვავე კრიტიკის და მძიმე ბრალდებების ადრესატი გახდა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ შექმნილი სამოქალაქო საარჩევნო კომისია. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ კომისიას „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების საბოტაჟისთვის ქმნის.

დატოვე კომენტარი