არასამთავრობოების ნაწილის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მმართველი პარტია ახლა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს და მის ორგანიზაციას გაუგებარ ბრალდებებს უყენებს. ნინო დოლიძემ საპასუხო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგის შემდეგ გააკეთა. შალვა პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ისფედი“ პოლიტიკურად მიკერძოებულია.