100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის მიერ ინიცირებულ ამერიკული „ფარას“ ქართულ ვერსიასაც ბოიკოტს უცხადებს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი შეფასებით არალეგიტიმური პარლამენტის მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან. მესამე სექტორს პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილს შეკითხვები აქვს, მათ შორის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში.
თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ანა ბროლაძე მუშაობს.