არასამთავრობოები სახალხო დამცველის შერჩევის კრიტერიუმებზე - გამოხმაურება

სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მოსაზრებებს ოპოზიციის ერთი ნაწილი სრულად იზიარებს. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია აპარატის დამოუკიდებლობა. ოპოზიციის ეს ნაწილი თვლის, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევაში განსაკუთრებული როლი სწორედ მესამე სექტორს აკისრია. თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვს „გირჩს“. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი საკუთარ ხედვას, როგორ უნდა მოხდეს ომბუდსმენის შერჩევა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში განიხილავენ.