არასამთავრობოები ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა გარკვეულ კატეგორიაზე ამნისტიას ითხოვენ

12:18, 14.05.2019

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებს, ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, მხარი დაუჭირონ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთა გარკვეულ კატეგორიაზე ერთჯერად ამნისტიას.

მათი განმარტებით, რეფორმის პროცესი და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა, წელიწადზე მეტია შეჩერებულია. გასული წლის მაისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, ხელისუფლების მხრიდან კი საკითხის გადაწყვეტისთვის არაფერი გაკეთებულა.

მსგავსი