არასამთავრობო სექტორის განცხადება

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორებმა ბრიფინგი გამართეს.

ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგაურმა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები და ბოლო პერიოდის დაკავებები განიხილეს. საუბარი შეეხო საჯარო სექტორიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებსაც. ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, 10-11 იანვარს საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხის დროს გამოვლენილი დარღვევებიც.