არასამთავრობო სექტორის განცხადება  

დასავლელ პარტნიორებზე მმართველი პარტიის თავდასხმები შემაშფოთებელ ტენდენციის სახეს იღებს, – ამის შესახებ 21 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც ცალსახად ემსახურება საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დისკრედიტაციას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები საჯაროდ და დაუფარავად ესხმიან თავს უცხოელ პარტნიორებს, როცა ისინი კრიტიკულად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ეს კრიტიკა ხშირად ეხება სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას, პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს, საარჩევნო დარღვევებს თუ სხვა საკითხებს, რომლებიც მათი, როგორც ქვეყნის გულშემატკივრების სამართლიან გულისწყრომას იწვევს. ნაცვლად იმისა, რომ ობიექტური კრიტიკა გაიზიაროს და სხვადასხვა მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებისკენ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, ხელისუფლება ბოლო დროს, სულ უფრო კამპანიურ ფორმას აძლევს ჩვენს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებს“, – ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე წერია: „როგორც ჩანს, მმართველი პარტია არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას და ამისთვის მზადაა, დასავლეთის სახელმწიფოებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც გაიფუჭოს, ქვეყანას კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას“.

მესამე სექტორის ერთობლივ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ.

დატოვე კომენტარი