არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება

რეგიონებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და სავარაუდო დაშინების ფაქტებზე საუბრობენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და საია-ს წარმომადგენლები.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან საჯარო მოხელეებს დაევალათ წინასაარჩევნოდ სიების შედგენა. კონკრეტულად კი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდმჭერების მობილიზებისთვის. განცახდების ავტორები მიმართავენ მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებს, არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი და საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს ურჩევენ, უარი თქვან პარტიული ინსტრუქციების შესრულებაზე.