არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოკითხვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე იკითხება. ის საქმეს კომიკურს უწოდებს და მისი შეფასებით, ეს მოქალაქეების დაშინების მცდელობაა. ნინო ევგენიძის თქმით, ამ საქმით სურთ, ორგანიზაციამ შეწყვიტოს ხალხის დახმარება, რასაც 23 წელია აკეთებს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.