არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოკითხვა

18:05, 08.09.2025
ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი გამოიკითხა. ლევან ნატროშვილი პროკურატურას მოწმის სახით ჰყავდა დაბარებული. პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით კი, ISFED-მა აქციების დაწყებიდან მეორე დღეს დამცავი საშუალებები შეიძინა, რაც კითხვებს აჩენს.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. დაყადაღებულია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის საბანკო ანგარიშები. 

მსგავსი