არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოკითხვა – გამოხმაურება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი გამოიკითხა. მისი თქმით, შეკითხვები 2023-24-25 წლებში მიმდინარე აქციებს ეხებოდა. კლდიაშვილის განცხადებით, ასევე კითხვები შესყიდვებთან დაკავშირებითაც იყო. მისი თქმით, ორგანიზაციამ 2024 წელს, თანამშრომლებისთვის პირბადეები და სათვალეები შეისყიდა, ასევე საქართველოს დროშებიც. დღეს ასევე მაგისტრი მოსამართლის წინაშე წარდგა „ისფედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე. შეგახსენებთ, პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე, გამოძიება გრძელდება. ასევე, საგამოძიებო უწყებამ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურებიან პოლიტიკურ სპეტრში.