არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „ღია საზოგადოების ფონდში“

უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით „ღია საზოგადოების ფონდში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილები.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. მედიასთან კომენტარისგან არასამთავრობო ორგანიზაციის უმრავლესობამ თავი შეიკავა. შეკრების შემდეგ ორგანიზაცია „სამოქალაქო უფლების დამცველების“ და „პრაიდის“ ბორდის წევრმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანი საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაა, თუმცა ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმა არ აქვთ.