არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

ამ წუთებში ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დახურულ შეხვედრას მართავენ.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ სასამართლოში შექმნილ ვითარებას და მსჯელობენ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში არსებულ ხარვეზებზე.