არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს დილით არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის ფონზე დაიწყო. ირაკლი კობახიძეს და ლევან მურუსიძეს აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.

შეკრებილები  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის გადადგომას ითხოვდნენ, რომლებმაც მურუსიძის უვადოდ დანიშვნას მხარი დაუჭირეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მისცეს ხმა.

მიმდინარე პროცესს მესამე სექტორი უნდობლობას უცხადებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლას მოითხოვს.

აქცია ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.