არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია

15:08, 27.07.2022

არასამთავრობო სექტორმა ოპოზიციასა და საერთაშორისო პარტნიორებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკუთარი ხედვა წარუდგინა. შეხვედრაზე ოპოზიციასთან ერთად მიწვეული იყო მმართველი გუნდიც, თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მას არ შეუერთდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ რეფორმების გასატარებლად და პუნქტების შესასრულებლად მნიშვნელოვანია, დაიწყოს დეპოლარიზაცია და სამუშაო პროცესი ინკლუზიურად გაგრძელდეს. ოპოზიცია კვლავ მმართველ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება არ სურს.

მსგავსი