არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პროტესტი

მესამე სექტორიდან დღეს იუსტიციის მინისტრიც გააკრიტიკეს. არასამთავრობო ორგანიზაციები უწყებათაშორის კომისიაში არსებულ არათანაბარ პირობებზე საუბრობენ.

უფლებადამცველების მტკიცებით, მათ მიერ წინასაარჩევნო დარღვევებზე მომზადებულ ანგარიშებს ან საერთოდ არ განიხილავენ, ან მათზე რეაგირება არ ხდება. პროცესის მთავარ ხელშემწყობად კი მესამე სექტორის წარმომადგენლები კომისიის თავმჯდომარეს – თეა წულუკიანს ადანაშაულებენ და მუშაობის მეთოდების შეცვლას სთხოვენ.

პრეტენზიებს კომისიაში მყოფი ოპოზიციური პარტიების ნაწილიც იზიარებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბოიკოტის რეჟიმზე გადადის.