არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნა

არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები მედიასაშუალებებისა და სხვა სფეროს წარმომადგენლების შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურებიან. მათი თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს. ისინი განმარტავენ, რომ მიუხედავად გამოძიების მიმდინარეობისა, მათ არ აქვთ საშუალება, საქმის მასალებს გაეცნონ. სწორედ ამიტომ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ასევე ეფექტიანი გამოძიების წარმოებას, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და საზოგადოებისთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ.