არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. მესამე სექტორი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩევლის, გიორგი ბურჯანაძის შეფასებით, ეს ბრძანება ანტიკორუფციულ ბიუროს იმაზე მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს, ვიდრე ეს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტშია“ განსაზღვრული.