არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გამოკითხვაზე დაიბარეს

18:01, 01.09.2025

საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე 12 იურიდიული პირის – ფონდებისa და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ეხება, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა. „სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოებები და სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საფუძვლად დაედო 12 იურიდიული პირის – ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი