არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა

31-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისუფლებას ათ მომდევნო ნაბიჯს სთავაზობს. ეროვნული სტრატეგიის შემუშავება, შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები, დიპლომატიური ძალისხმევის გაწევა, ევროპის კავშირში გაწევრიანების საბჭოს შექმნა, შიდა და საგარეო კომუნიკაციის წარმოება – ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სამოქმედო გეგმაა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ხელისუფლების როლი გადამწყვეტია. მათი განცხადებით, ისინი მზად არიან, ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში.