არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ შესატანი ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება არასამათავრობო ორგანიზაციის წევრებმა უზენაესი სასამართლოს შენობასთან გააკეთეს. როგორც კოალიციის წევრები ამბობენ, კანონპროექტი, რომელიც არჩილ თალაკვაძემ წარმოადგინა, არის ფრაგმენტული და ვერ უზრუნველყოფს არსებითი ცვლილებების განხორციელებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ პროცესში. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მსგავსი კანონპროექტების ნაცვლად, რეალურად იზრუნოს სასამართლო პროცესებში განსახორციელებელ ცვლილებებზე.

კოალიციის განცხადებას გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.