არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოუწოდებენ დეპუტატებს, ნდობა არ გამოუცხადონ გიორგი გახარიას კანდიდატურას.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, ვიდრე მკაფიოდ არ დადგინდება 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის საქმეზე მინისტრის პასუხისმგებლობის საქმე და ფარგლები, საკანონმდებლო ორგანომ ამ გადაწყვეტილებისგან თავი უნდა შეიკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ზრდას და შექმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს.

განცხადებას უმრავლესობაში უპასუხეს.