არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟთან შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა წაიკითხა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, „ივანიშვილი რუსული კანონების ამოქმედებას პუტინისა და ლუკაშენკოს სცენარით იწყებს“ და საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს.