არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

23 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია.

„იმ დროს, როდესაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ხალხის დაკვეთის შესაბამისად, წლებია იბრძვის საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსისა და ვიზალიბერალიზაციის მისაღწევად, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აყენებს საფრთხის ქვეშ ამ მიღწევებს. მათთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ფასად“- ნათქვამია განცხადებაში.