„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება, რომელიც უცხოეთიდან საქართველში გრანტის მისაღებად, მთავრობის თანხმობას, სავალდებულოს ხდის.
მესამე სექტორის შეფასებით, ცვლილებების მიზანი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას ემსახურება. მათივე შეფასებით, საკანონმდებლო ორგანო ცდილობს, ქართველ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა და დაუცველი დატოვოს ყველა ის პირი, ვისაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მხარდაჭერას უწევენ. მესამე სექტორი შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმასაც გეგმავს.