არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ხელისუფლებას სამოქალაქო სექტორის საწინააღმდეგო კანონების მიღებაში ადანაშაულებენ – ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ „ფარას“ კანონს არაფერი აქვს საერთო ამერიკულ „ფარასთან“. განცხადების ავტორების თქმით, ამერიკული ვერსია სამოქალაქო სექტორსა და მედიას არ ეხება, ქართული ვერსიით კი ხელისუფლებას სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული გამჭვირვალობის კანონის გადაფუთვა სურს.
დოკუმენტს ამ ეტაპზე 102 ორგანიზაცია აწერს ხელს. მმართველ გუნდში არასამთავრობო სექტორის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.