არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

18:23, 23.12.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პატიმრობაში მყოფი არაერთი ბრალდებული საუბრობს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ზეწოლაზე, ასევე სასამართლო არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, რის გამოც მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას, მიმართოს სასამართლოს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით.

მსგავსი