არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრეს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდათ შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათივე განცხადებით, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში ინფორმირებულები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და უმეტეს შემთხვევაში, მათი განცხადებით, ეხება პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობას. არასამთავრობო სექტორის აზრით, ქვეყანაში მდგომარეობის განსამუხტად აუცილებელია დაინიშნოს ახალი არჩევნები და განთავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები.