არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

პარლამენტში შექმნილ ჯგუფებში „სამართლიანი არჩევნების“ დაბრუნებას ითხოვს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას დროებით აჩერებს. „დისკრიმინაციული და უსამართლო სამუშაო გარემო, არ ტოვებს ადგილს სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობისთვის მმართველის პარტიის მიერ ინიციირებულ სამუშაო პროცესში“, – წერია განცხადებაში. „მოვუწოდებთ „ქართულ ოცნების“ ხელმძღვანელობას, გაიაზრონ მიღებული გადაწყვეტილების დამაზიანებელი გავლენა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და უზრუნველყოს საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა ამ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრამდე“- განცხადებას ხელს აწერენ: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.