არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის ნაწილის მარში

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული სახალხო შეკრების გამართვამდე ერთი დღით ადრე, ანუ დღეს, 28 აპრილს რუსთაველის გამზირზე მსვლელობასა და აქციას გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. პროტესტს ოპოზიციური პარტიების ნაწილიც უერთდება. აქცია სახელწოდებით „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.

დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურებიან მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ დაპირისპირების რისკი არ არსებობს და ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება მკაცრად არის დაცული.