არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში წარადგინეს. დოკუმენტი 2024 წლის 28 ნოემბრიდან, 2025 წლის 28 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. საუბარია, რომ დაფიქსირდა ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევები, ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას. ნათქვამია, რომ საპოლიციო ძალები ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, ინტენსიურად იყენებდნენ სპეციალური საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც ხშირად იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. ანგარიშის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების 11 ორგანიზაცია მონაწილეობდა.