არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე თელავში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელების ამჟამინდელი მდგომარეობა და მათი ახალი, სხვა ობიექტებით ჩანაცვლების საკითხი განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევისთვის მიმდინარე სამუშაო შეხვედრებში ჩართულია ასევე რეგიონული განვითარების სამინისტრო.