არამატერიალური კულტურის ძეგლები

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სია ფართოვდება.

დღეიდან ამ სტატუსს ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია და მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი მეთოდიც ატარებს. ეს სტატუსი კი ქართულ სამოსს და საუკუნეების წინანდელ წეს-ჩვეულებას, როგორც ეროვნული იდენტობის სიმბოლოს, საერთაშორისო სივრცეში კიდევ უფრო ცნობადს და პოპულარულს გახდის.

ახალი სტატუსის მიზანი მსოფლიოსთვის ქართული კულტურის კიდევ უფრო ახლოს გაცნობაა.  ქართული ტრადიციებისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების იდეა ნიკოლოზ ანთიძეს ეკუთვნის.