არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსების ახალი სქემა

12:06, 18.02.2025

კიდევ ერთი ახალი ინიციატივა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული საკითხი დღეს სესიაზე პირველი მოსმენით განიხილება. მთავრობის ინიციატივა პირველი მოსმენით უკვე განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. ოპოზიცია ამ ინიციატივას აკრიტიკებს, მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს. მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო საბიუჯეტო სახსრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გასცემს. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, რაც მოხმარდება სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას, ასევე, გრანტის სახით გასაცემ თანხებს. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით ათი პირი დასაქმდება.

მსგავსი